ირაკლი ღარიბაშვილის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს დახურულ სხდომებზე არ განიხილება – გადაწვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიღო, რითაც არ დააკმაყოფილა პროკურორ ანი ლეკიაშვილის მოთხოვნა.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, იოსებ ბარათაშვილმა პროკურორ ანი ლეკიაშვილის აცილება მოითხოვა. იურისტმა განმარტა, რომ ლეკიაშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის პროკურორია და ამის გამო მათ მოწმედ გამოძახება სურთ.
მოსამართლემ ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
მას შემდეგ, რაც მოსამართლე ლელა კალიჩენკომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა, მას პროკურორმა ანი ლეკიაშვილმა მიმართა და მოითხოვა ირაკლი ღარიბაშვილის სხდომის სრულად დახურვა, რაც არ დაკმაყოფილდა.
კომენტარები
