ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ დავით გარეჯის თემაზე ექს-პრემიერმა მეტი სასამართლო პროცესზე თქვას.
ლილი გელაშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა რიგით მეცხრე წერილი მის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის საპასუხოდ გაავრცელა.
“თითქოსდა, ის ქვეყნის დამაქცეველი იყო, ის იყო კორუფციონერი ახლა კი დამთავრდა, გაიმარჯვეს და ქვეყანაში აღარ არსებობს კორუფცია – აი, ესეთი ნარატივები გვესმის, გვესმის, რომ აი, ჯარი გაძარცვა – ამას უპასუხა თვითონ. დანარჩენმა, ვინ რა გააკეთა თუ არ გააკეთა სხვამ გასცეს პასუხი.
დავით გარეჯის საკითზე რა თქმა უნდა, ბევრი ინფორმაცია აქვს. თავდაცვის მინისტრი იყო და არამარტო, ის იყო პრემიერ-მინისტრი და ძალიან ბევრიც გააკეთა და ამიტომ, რა თქმა უნდა, გული შესტკივა, როცა რაღაცა კითხვები ისმევა, როცა რაღაც არ ჩანს კარგად.
მედიიდან, თქვანგან და სხვებისგან გებულობს, რომ რაღაც პრეტენზიებია გამოთქმული ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ დაიგნორირებულია. რა თქმა უნდა, ბევრი რამ იცის, ამაზე ხომ ორი აზრი არ არსებობს.
ღარიბაშვილი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, მან ერთხელ უკვე აღნიშნა, რომ ჩემი წერილები ყოველთვის იქნება სარკისებური ეფექტისო, ეს კარგად მოგეხსენებათ რას ნიშნავს”- თქვა ადვოკატმა
ლილიკო გელაშვილი: ექსპრემიერს გარეჯზე ბევრი ინფორმაცია აქვს
21.10.2026 19:55:46
კომენტარები
ნანახია: 24 ჯერ
