გადახედონ, მათ შორის, ყველაზე სტრატეგიული ქვეყნის, აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ. თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ევრობიუროკრატების მისამართით, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის გამო განცხადებებით გამოდიან.
„სამწუხაროდ, ჩვენ არ გვიკვირს ევრობიუროკრატების – იქნება ეს კუბილიუსი, იუკნევიჩიენე, თუ ნებისმიერი სხვა ევროპარლამენტარი თუ ევროკომისიის წარმომადგენელი, ფასიანი განმცხადებლები არიან. უხდიან, გამოდიან და რასაც უნდათ, იმას ლაპარაკობენ. ამ დროს, გადახედონ, მათ შორის, ყველაზე სტრატეგიული ქვეყნის, აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ. თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
