ამერიკის პრეზიდენტმა ნორვეგიას საშინელი ქვეყანა უწოდა და განაცხადა, რომ მასთან თანამშრომლობა არ სურს. დონალდ ტრამპმა ნორვეგია მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე ლაპარაკისას გააკრიტიკა. მისი თქმით, მან 8 ომი დაასრულა, ჯილდო კი სხვას მიანიჭეს. ტრამპი ამას უსამართლობად მიიჩნევს.
„მე ვთქვი: „პირველო ლედი, ორ კვირაში ნობელის პრემიას მივიღებ და ეს დიდი პატივი იქნება, თუმცა ჯილდო მიიღო ქალმა, რომლის შესახებაც არავის არაფერი სმენია. რადგან ნობელის პრემია არ მომცეს, ნორვეგიიდან არავინ მინდა“, – განაცხადა ტრამპმა.
2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში ნავანეთჰემ პილეი გახდა – გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე და გაეროს ყოფილი უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებათა საკითხებში.
კომენტარები
