მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დანით დაიჭრა. შემთხვევა დღეს, დაახლოებით 12:30 საათზე, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ხორცის მაღაზიაში მოხდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
„პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო.
კომენტარები
