შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის „სარფის“ გვერდის ავლით, სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა, მისაბმელში უკანონოდ დამალა მიგრანტი და საქართველოში გადმოიყვანა, რა დროსაც სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ორივე პირი დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე და 344¹ მუხლებით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები
