ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი, ილიანა იოტოვა ლიდერობს. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, მან ამომრჩეველთა ხმების 57% მიიღო, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ანდრეი გიუროვს კი ხმათა 39% აქვს.
ელექტორატის აქტივობამ მეორე ტურში 25,5% შეადგინა.
ცნობისთვის, ილიანა იოტოვამ, რომელიც მანამდე ვიცე-პრეზიდენტი იყო, პრეზიდენტის პოსტი მას შემდეგ დაიკავა, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა რუმენ რადევმა თანამდებობა დატოვა. იოტოვა რუსეთთან დიალოგის გაგრძელებისა და უკრაინაში ომის დიპლომატიური გზით დასრულების მომხრეა. მისი მეტოქე ანდრეი გიუროვი კი პროდასავლური ოპოზიციის მხარდაჭერით სარგებლობს.
კომენტარები
