კარგია, რომ 4 ოქტომბრის მონაწილეებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს და თავიანთი დანაშაული აღიარეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ფონზე კიდევ უფრო მეტად ჩანს, რამდენად უსამართლოა ის რეზოლუციები, რომელსაც ქვეყნის წინააღმდეგ იღებენ.
„საზოგადოების გარკვეულ ნაწილს თვალში ნაცარს აყრიდნენ, თითქოს ეს იყო მშვიდობიანი აქცია, თუმცა ეს იყო შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე. სამართალდამცავებმა უპრეცედენტო სიზუსტით იმუშავეს და თავიდან თმის ღერი არავის ჩამოვარდნია, ამ ყველაფრის აღკვეთა ისე მოახდინეს. როცა ახლა ეს ადამიანები ბრალს აღიარებენ, კარგია. ამ ფონზე კიდევ უფრო მეტად ჩანს, თუ რამდენად უსამართლოა ის რეზოლუციები, რომლებსაც ქვეყნის წინააღმდეგ იღებენ. 4 ოქტომბერს დაკავებულ ადამიანებს პოლიტიკური პატიმრები უწოდეს, მაშინ როცა ნახევარზე მეტმა დანაშაული აღიარა“, — განაცხადა მაჭავარიანმა.
