შეერთებულმა შტატებმა ირანის კუნძულ ქეშმზე შეზღუდული დარტყმები განახორციელა.
„სიენენს“ წყაროებმა განუცხადეს, რომ ეს თავდაცვითი ნაბიჯი იყო და რეგიონში აშშ-ის აქტივების დაცვას ემსახურებოდა. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, დარტყმა ირანის მიერ ამერიკულ თვითმფრინავისთვის ცეცხლი გახსნის საპასუხოდ განხორციელდა.
ირანული მედიის ინფორმაციით, ქეშმზე „რამდენიმე აფეთქების“ ხმა გაისმა. აფეთქებები ახლომდებარე კუნძულ ჰენგამზე და ქალაქ ბანდარ-აბასშიც ისმოდა.
როგორც „სიენენი“ წერს, ქეშმი ჰორმუზის სრუტეზე ირანის კონტროლის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ადგილია. ომამდე ამ სრუტით დღეში დაახლოებით 20 მილიონი ბარელი ნავთობი გადიოდა. ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, ქეშმზე დარტყმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ნავთობის ფასი გაიზარდა.
კომენტარები
