ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის სახელით მწუხარებას გამოვთქვამთ ცნობილი ჟურნალისტის, პუბლიცისტისა და მწერლის, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის გამგეობის წევრის, ჩვენი მეგობრისა და ქვეყნისთვის დამაშვრალი კაცის, ბატონი თამაზ ჭეიშვილის გარდაცვალების გამო…
▪️თამაზ ჭეიშვილი – თბილისში დაიბადა 1948 წლის 11 ნოემბერს.
დაამთავრა პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი.
სხვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალ „ნიანგის“ განყოფილების გამგედ – ნიანგის ბიბლიოთეკის” რედაქტორად. გაზეთ „ენგურის ჩირაღდნის” რედაქტორად, გაზეთ „ლელოს“ კორესპონდენტად. თანამშრომლობდა სხვადასხვა რედაქციებთან.
გამოცემული აქვს რამდენიმე კრებული: „ბედის ირონია“, „ქუჩის ბიჭები“, „სირიუსი იდუმალი სტუმარი” (თარგმნა და გამოიცა პორტუგალიურ ენაზეც). „ეს ერთი და სხვა ათასი”. საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, პუბლიცისტიკაში საერთაშორისო უმაღლესი ჯილდოს – „ოქროს ფრთა“ – მფლობელი.
▪️ვიზიარებთ ოჯახისა და ჟურნალისტური ოჯახის მწუხარებას…
▪️პანაშვიდი უნივერსიტეტის N6, სარიტუალო სახლი. 15:00 – დან 21:00 საათმდე.
გამოსვენება პარასკევს – 14:00 სთ-ზე.”
საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსი” სამძიმარს უცხადებს ჭეიშვილის ოჯახს და კოლეგებს.


