სომხეთში ოპოზიციური გაერთიანება “ძლიერი სომხეთის” ლიდერი სამველ კარაპეტიანი დააკავეს. საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, მას და კიდევ 35 პირს “სომხეთის ელექტროქსელებისთვის” დაახლოებით 180 მილიონი დოლარის ოდენობის ფინანსურ ზიანს, თაღლითობას და ფულის გათეთრებას ედავებიან. დაკავებულების აყვანას წინ უძღოდა ჩხრეკა 65 მისამართზე.
უწყებამ კარაპეტიანისა და კიდევ რვა პირის პატიმრობის მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართა. თავად ოპოზიციაში ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მთავრობა ამით მათ წინააღმდეგობას ანეიტრალებს.
კომენტარები
