პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება და მას დემაგოგიას უწოდებს.
„საკონსტიტუციო სასამართლოზე რა განცხადებებსაც აკეთებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და პლუს სააკაშვილის ციხიდან გამოქვეყნებული განცხადებაც ნათლად ადასტურებს ერთ რამეს – მათ ქართველი ხალხის წინაშე არანაირი სინანული არ აქვთ ჩადენილი დანაშაულების გამო. პირიქით, ისინი მზად არიან, დღესაც იგივე გაიმეორონ და გაიმეორონ უფრო სასტიკად.
ერთადერთი, რასაც ისინი ნანობენ, არის ის, რომ 2012 წელს ყველა ძალით არ სცადეს ხელისუფლების შენარჩუნება.
სააკაშვილის ეს წერილი არის დემაგოგია. როდესაც ჟურნალისტები სახალხო დამცველის ოფისში მოდიოდნენ, პირდაპირ მიყვებოდნენ, რომ მათ, შენობიდან გამოსულებს აიძულებდნენ ერბინათ, სპეცრაზმელები მისდევდნენ და დამიზნებით ზურგში რეზინის ტყვიებს ესროდნენ“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.
პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც 2007 წლის ნოემბრის მოვლენებს იხსენებს და წერს: „სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიული წესრიგის დასაცავად მე გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. რამდენიმე დღით დავხურეთ პატარკაციშვილის „იმედი“.
