სანკტ-პეტერბურგის გარეუბანში ავტომობილის აფეთქების შედეგად რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
გავრცელებული ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილის ქვეშ იყო დამონტაჟებული და ის დისტანციურად იმ დროს აამოქმედეს, როდესაც სამხედრო პირი ტერიტორიის დატოვებას აპირებდა.
დაღუპული პოლკოვნიკი რუსეთის საჰაერო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის მე-6 არმიის მთავარი შტურმანი იყო.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
კომენტარები
