რაც შეეხება დაკავშირებადობის საკითხში საქართველოს როლის დაკნინების მცდელობას, ესეც არის წვრილმანი შურისძიება, რომელიც ბრიუსელის ბიუროკრატიას ახასიათებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველო დაკავშირებადობის მინისტერიალზე დაბალ დიპლომატიურ დონეზეა მიწვეული.
შალვა პაპუაშვილი თქმით, მსგავსი ქმედებებით ბრიუსელი თავადვე ზარალდება.
„ყველაზე პარადოქსული ის არის, რომ ამ წვრილმანი პწკენებით და შურისძიებებით ბოლოს თვითონვე მარცხდებიან, თვითონვე ზარალდებიან, ეკონომიკურადაც თვითონვე ზიანდებიან, პოლიტიკურადაც თვითონვე ზიანდებიან. საქართველო პოლიტიკურადაც წინ მიდის და პოლიტიკურადაც ძლიერდება. საკუთარი მცდარი გამოცდილებიდან მაინც ხომ უნდა ისწავლონ რაღაც და ისე იმოქმედონ.
რაც შეიძლება ასეთ გადაწყვეტილებებს, სწორედ ასეთი გადაწყვეტილებები ადასტურებს, რომ დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე. ჩანს, რომ ეს არის ნათელი გეგმა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი დაზიანდეს პოლიტიკურად, ეკონომიკურად, სოციალურად. ყველა ამ მიმართულებაში ჩვენ ვხედავთ ევროკავშირი, მისი საელჩო პირდაპირ არის ჩართული საქართველოს დაზიანების გეგმის განხორციელებაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
