შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავეს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები სასაზღვრო გამტარი პუნქტის „სარფისა“ და „კირნათის“ გვერდის ავლით, ქვეითად, უკანონოდ ცდილობდნენ საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები
