ბულგარეთი უკრაინის ევროპული დაფინანსების ახალ რაუნდში მონაწილეობას აღარ მიიღებს, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა.
ბულგარეთის პრემიერის თქმით, ოფიციალური სოფია უკრაინას შეიარაღებასაც აღარ გადასცემს.
როგორც რუმენ რადევმა აღნიშნა, ახლა ბულგარეთი ჭარბი დეფიციტის პირობებში იმყოფება. გარდა ამისა, ქვეყანა შეიარაღების რეზერვებთან დაკავშირებით სირთულეებს განიცდის. შესაბამისად, არსებულ პირობებში ის უკრაინას ფინანსურ სახსრებს ვეღარ გამოუყოფს.
„რაც შეეხება ფინანსურ დახმარებას, ჩვენ თავად ვიმყოფებით ჭარბი დეფიციტის პირობებში და ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი არაერთხელ გვთხოვდა დეფიციტი 3%-მდე შეგვემცირებინა“, – განაცხადა რადევმა.
მან აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ ბულგარეთი ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოებს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევაში ხელს არ შეუშლის.
