ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განშტოება, თვითონ უარყოფენ, არა ვართო და ამავე დროს ადასტურებენ, რომ ისინი თანამონაწილე იყვნენ ყველა იმ პროცესისა, რომელიც იმ პერიოდში მიმდინარეობდა. და არა თუ თანამონაწილეები იყვნენ, ამაყობდნენ კიდევაც ამით,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე.
შარმანაშვილის თქმით, ოპოზიციის პოზიცია და არგუმენტები თავიდანვე ცნობილი იყო, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ თავის ამპლუაშია და მმართველ გუნდს იმდენი მტკიცებულება მისცეს ამ პასუხებით, რასაც თავად ვერ მოიპოვებდნენ. როგორც შარმანაშვილი აღნიშნავს, „ნაცმოძრაობას“ არანაირი სამართლებრივი და პოლიტიკური არგუმენტი არ გააჩნიათ, გამოხატავენ აბსურდულ და სიმართლესთან შეუთავსებელ პოზიციას, რასაც მოსახლეობა, ამომრჩეველი და პირველ რიგში, მოსამართლეები ხედავენ.
„პრინციპში მოულოდნელი ჩვენთვის არაფერია, იმიტომ, რომ ვიცით ჩვენ მათი პოზიცია. თავიდანვე გაამჟღავნეს, რა არგუმენტები გააჩნიათ მათ. აზუსტებენ თავის პოზიციებს. ნაციონალური მოძრაობა თავის ამპლუაშია, იმდენი მტკიცებულება მოგვცეს ამ პასუხებით, ჩვენ თვითონ ამას ვერ მოვიპოვებდით ნამდვილად. ასე გააგრძელონ, ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ.
არანაირი არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური არგუმენტები არ გააჩნიათ და იმდენად აბსურდულ, იმდენად სიმართლესთან შეუთავსებელ პოზიციას გამოხატავენ, რომ ამას მოსახლეობაც ხედავს, ალბათ ჩვენი ამომრჩეველიც ხედავს. და რა თქმა უნდა პირველ რიგში მოსამართლეები ხედავენ.
მთავარი არის ერთი, ერთია შენ რა გაქვს ჩადენილი წარსულში და მეორეა შენ ამას იაზრებ, არ იაზრებ და თეორიულად შენ თუ მოგეცემა საშუალება, ამას გაიმეორებ თუ არ გაიმეორებ. ყველა ვხედავთ, რომ ეს ადამიანები თუ ოდესმე თეორიულად რომ დავუშვათ, რომ ხელისუფლებაში შეიძლება მობრუნდნენ გაიმეორებენ, რა თქმა უნდა და გაათმაგებულად გაიმეორებენ და ამას არც მალავენ. ამართლებენ ყველა იმ თავის არაკანონიერ, ანტიკონსტიტუციურ ნაბიჯს და ზოგჯერ ამაყობენ კიდევაც, რაც ალბათ ჩვენი ამომრჩევლის გაკვირვებასაც იწვევს.
ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განშტოება, თვითონ უარყოფენ, არ ვართო და ამავე დროს ადასტურებენ, რომ ისინი თანამონაწილე იყვნენ ყველა იმ პროცესისა, რომელიც იმ პერიოდში მიმდინარეობდადა არა თუ თანამონაწილეები იყვნენ, ამაყობდნენ კიდევაც ამით. ასევე როდესაც განმარტებებს იძლევიან , როგორ წარმოუდგენიათ მათ პოლიტიკური მოვლენების განვითარება, საქართველოში ისინი ამბობენ, რომ ეს რევოლუციური პროცესები, რაც იყო , არაკანონიერი მოლოტოვის კოქტეილის სროლა, სხვა ასეთი ვითარება, ეს არის ძალიან ნორმალური დემოკრატიული მოვლენა. ისევ მივდივართ იმ მომენტამდე, შენ იაზრებ აქამდე რაც მოხდა და ამის გაკეთებას აღარ აპირებ, თუ შენ „ნორმალურად“ მიგაჩნია და ამას კიდევ გაიმეორებ, თუ შენ ამის საშუალება მოგეცემა? – ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ესენი გაიმეორებენ ამას და ისინი საფრთხეს წარმოადგენენ ქართული პოლიტიკური სივრცისათვის და საქართველოს მომავლისათვის.“ – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
