მათი საპასუხო რეაქცია ჩვენს სარჩელზე არის სიყალბეზე და არასწორ ინფორმაციაზე დაფუძნებული, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის შეფასებისას.
“არგუმენტაცია იმისა, რომ გაამართლონ ის საქციელი, რაც მათ ჩაიდინეს ამ პერიოდის განმავლობაში, რის გამოც ჩვენ ვედავებით, ვამბობთ და ვამტკიცებთ, რომ არაკონსტიტუციურად იქცეოდნენ და შესაბამისად, ასე უნდა შეაფასოს ეს სასამართლომ, ამის გასაბათილებლად რეალურად არაფერი არა აქვთ”, – აღნიშნა შარმანაშვილმა.
5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ სასამართლო სხდომა დღეს კითხვა-პასუხის რეჟიმში განახლდება.
კომენტარები
