აღნიშნული ბინა ჩვენთან ფიქსირდება, როგორც დაკეტილი და არ ფიქსირდება მოხმარება, – განუცხადა „თბილისის ენერჯის“ სადისპეტჩერო და სწრაფი რეაგირების ცენტრის უფროსმა ირაკლი დეკანოიძემ საცხოვრებელი კორპუსის ბინის შესახებ, სადაც დღეს დილით აფეთქება მოხდა.
მისი ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ დაზიანების ხარისხის გამო სამსახურის თანამშრომლები მისამართზე ვერ შევიდნენ.
„ორი წლის განმავლობაში აღნიშნული მისამართებიდან რაიმე განაცხადი გაზის სუნთან დაკავშირებით არ ფიქსირდება. რაც შეეხება შემოწმებას, აღნიშნული ბინა ჩვენთან ფიქსირდება, როგორც დაკეტილი და არ ფიქსირდება მოხმარება. როგორც ჩანს, მისამართზე პერიოდულად ხდებოდა ხოლმე ადამიანების შესვლა და ამ წლის განმავლობაში ჩვენთან ხარჯი არ ფიქსირდება”, – განაცხადა ირაკლი დეკანოიძემ.
კომენტარები
