ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ძმების მახირ და ნაზიმ ჯაფაროვებისათვის პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.
ჯაფაროვები დუმილის უფლებით სარგებლობენ. მახირ ჯაფაროვის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ ის ძმის, ნაზიმ ჯაფაროვის დავალებებს ასრულებდა და ნარკოტიკული საშუალებები კლიენტებთან მიჰქონდა, სანაცვლოდ კი ფულს იღებდა.
მახირ ჯაფაროვი ბრალს არ აღიარებს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა, შენახვა გასაღების ბრალდებას არ აღიარებს ნაზიმ ჯაფაროვიც.
დაცვის მხარე ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს. ადვოკატები სასამართლოს ბრალდებულების ათას-ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას იშუამდგომლებენ.
კომენტარები
