ფონიჭალაში, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ძმებ ჯაფაროვებს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულების 1000-1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ.
საქმეზე წინასასამართლოს სხდომა 2 ოქტომბერს ჩაინიშნა.
ძმები სამართალდამცველებმა 11 აგვისტოს დააკავეს. გამოძიების ცნობით, ფონიჭალაში დაკავებულთა სახლებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა 33 შეკვრადდაფასოებული ჰეროინი ამოიღეს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და გასაღების მუხლით მიმდინარეობს.
კომენტარები