ამ გადაგვარებულ ავადმყოფს იმდენად დაბლაგვებული აქვს ინსტიქტი, რუსების დასმული ვარო. ამ ტყუილის ყვირილი, მისთვის სასარგებლო ჰგონია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.
მისი თქმით, სააკაშვილს გაქოცებული და გარუსებული ჰგონია ქართველობა და თავს აწონებს რუსი ვარო.
„ამ გადაგვარებულმა ავადმყოფმა ეს პოსტი წაშალა – „ალბათ ბიძამისი იჯდაო“, ფედერალისტების ჩეთში იხუმრეს. იმდენად დაბლაგვებული აქვს ინსტიქტი, რუსების დასმული ვარო, ამ ტყუილის ყვირილი, მისთვის სასარგებლო ჰგონია.
მართლა გაქოცებული და გარუსებული ჰგონია ქართველობა და თავს აწონებს, რუსი ვარო“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 24 ნოემბერს გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა: „რუსები და მათი ქართველი „შნირები“ ამბობენ, რომ „ვარდების რევოლუცია“ ამერიკელების ორგანიზებული იყო, ამერიკელები გვეწინააღმდეგებოდნენ, პირველმა რევოლუცია იგორ ივანოვმა აკურთხა“. ამ დროისთვის მიხეილ სააკაშვილის გვერდზე აღნიშნული პოსტი აღარ იძებნება.
