საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა თურქ კოლეგას მუსტაფა ჩიფთჩის სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ ქართულ მხარეს სურს, ბათუმში განვითარებული მოვლენების შემდეგ ყველაფერი კარგად დამთავრდეს.
საუბრის ვიდეოჩანაწერი თურქულმა მედიამ გაავრცელა.
“ძალიან გვინდა გთხოვოთ ჩვენს კოლეგებს საქართველოში, ისინი იქ სტუმრად არიან საქართველოში და შეძლებისდაგვარად კარგად მოეპყრონ და კარგად დასრულდეს ეს მატჩი და ყველაფერმა კარგად ჩაიაროს“, – ამბობს თურქეთის შს მინისტრი.
სულხან თამაზაშვილი უპასუხებს: „რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. კოლეგას უთხარით, რომ სწორედ ამიტომ მყავს იქ პირადად ჩემი მოადგილე მივლენილი და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავაწყნაროთ და პოლიციური ძალების გამოყენება არ დასჭირდეს…“
„თუმცა კიდევ ხაზს ვუსვამ, რომ სპორტულ ქომაგებს ეს აგრესია და გადაჭარბებული ემოციები ცნობილია ყველასთვის, რომ აქვთ. და შესაბამისად ვიყენებთ ისეთ ძალას, რომელიც დაგვჭირდება მინიმალურად ამ აგრესიის მართვისთვის“, – ამბობს ის.
ბათუმის ქუჩებში და შემდეგ არენაზეც დაპირისპირება მოხდა თურქეთიდან ჩამოსულ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის.
