ექსპერიმენტში 50 წლისა და უფროსი ასაკის 35 ათასზე მეტი ზრდასრული მონაწილეობდა. მათ კიბოს საწყის ეტაპზე გამოვლენის ინოვაციურ ტესტს მიმართეს, რომელიც სისხლის მიმოქცევის სისტემაში არსებულ დნმ-ის უმცირეს ფრაგმენტებსაც კი აანალიზებს. აღსანიშნავია, რომ კიბოს დიაგნოსტირებისთვის ექიმები სწორედ ამ ფრაგმენტებში არსებულ თავისებურებებს ეყრდნობიან.
საბოლოოდ, ტესტმა 17 სხვადასხვა ტიპის სიმსივნის სიგნალები წარმატებით დააფიქსირა. მათ შორის საკვერცხის, ფილტვისა და მკერდის.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, ახალი მიდგომა ჯერჯერობით კიბოს არსებული სკრინინგების შემცვლელი არ არის. თუმცა, უახლოეს მომავალში მან დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენაში, შესაძლოა, დიდი როლი ითამაშოს.
კომენტარები
