ხანძრის გაჩენის მიზეზის დასაზუსტებლად გამოძიება მაქსიმალურად ეფექტურად უნდა ჩატარდეს, – ამის შესახებ ირაკლი სესიაშვილმა თელავში საგანგებო შტაბში განაცხადა.
როგორც ირაკლი სესიაშვილი აღნიშნა, ამ ეტაპზე მთავარია ხანძრის დროული ლოკალიზება მოხდეს.
“ზოგადად უნდა ითქვას, რომ ბოლო 15 წლის მანძილზე ასეთი გვალვა მთელს საქართველოში არ ყოფილა. ბავშვობაში აქ ხშირად ვყოფილვარ და ასეთი გადაყვითლებული ალაზნის ველი არ მინახავს. გამოძიება მაქსიმალურად ეფექტურად უნდა ჩატარდეს, მიზეზის დაზუსტება გვჭირდება ჩვენ, რათა მომავალში პრევენციული ღონისძიებები გავატაროთ. თუმცა კონკრეტულ ვერსიებზე საუბარი ნაადრევია. ექსპერტებს უყვარს ხოლმე ვერსიებზე საუბარი. შეიძლება ითქვას ეს მათი საქმეც არის. ამ ეტაპზე ჩვენთვის მთავარია ცეცხლის ლოკალიზება და ლიკვიდირება. ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესებულია. შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად ხანძარი ყველა მიმართულებით მეტ-ნაკლებად კონტროლს ექვემდებარება” , – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.