ვაკეში დაჭრილი ცოლ-ქმარი ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან. ამ ეტაპზე მართვის სუნთქვაზე მხოლოდ ქალი რჩება, რაც შეეხება მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რამდენიმე საათში ის კონტაქტური გახდება. ქალის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
რაც შეეხება მამაკაცს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, დინამიკა დადებითი და დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ “პიქსელ ცენტრთან” გუშინ ქმარმა ცოლი დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა.
არსებული ინფორმაციით, ორივე დაზარალებული აღნიშნული ცენტრის თანამშრომელია.
კომენტარები