თურქეთის პრეზიდენტი გერმანიის მთავრობას მოუწოდებს, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დროულად დაასრულოს ან ეს პროცესი საერთოდ შეწყვიტოს.
ერდოღანმა სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე მიიღონ გადაწყვეტილება.
„რაც შეიძლება მალე მიიღეთ გადაწყვეტილება. თუ თქვენ ვერ იტანთ თურქეთთან ურთიერთობების ამჟამინდელ ფორმატს, მაშინ განაცხადეთ მისი დასრულება და ეს მამაცურად გააკეთეთ. ეს ყველას დაანახებს თქვენს ჭეშმარიტ სახეს“, – აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.
ერდოღანმა ასევე დაადანაშაულა ევროკავშირი თურქეთთან ურთიერთობებში „ფარისევლობისა და პოლიტიკური ზნედაცემულობის“ განხორციელებაში.
„ევროკავშირმა უნდა გადადგას ნაბიჯები. ისინი ან შეასრულებენ თავიანთ პირობას ან იტყვიან, რომ არ სურთ ჩვენთან ერთად ერთ გზაზე წასვლა. სხვა არჩევანი არ არსებობს. ჩვენ იმედებს გავუცრუებთ მათ, ვისაც თურქეთის გამოყენება სურს საარჩევნო ინსტრუმენტად“, – დასძინა მან.