მაშველებმა შავ ზღვაში 5-ბალიან შტორმში ორი ადამიანის გადაარჩინეს, რომლებიც ბათუმსა და გურიაში ცუდი ამინდის მიუხედავად ზღვაში ბანაობდნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სანაპიროზე განთავსებულ საგუშაგოებზე წითელი ალმებია აღმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაში შესვლა და ბანაობა აკრძალულია. ამის მიუხედავად მოქალაქეები ზღვაში მაინც შედიან.
კომენტარები