კიევში მომხდარი აფეთქებისას, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქე, თემურ მახაური, იგივე რუსლან პაპასკირი გარდაიცვალა. დასახელდა აგრეთვე იმ მოდელის ვინაობა, რომელის მანქანაში იმყოფებოდა.
ცნობილი უკრაინელი მოდელი და „დიორის“ ყოფილი სახე ნატალია კოშელი მაქნანის აფეთქებისას დაშავდა. მას კიდურებისა და თვალის ტრავმები აღენიშნება. აფეთქებისას მანქანაში მყოფი ბავშვი 6 წლის ბიჭია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის უცნობია თუ რა აკავშირებს Dior-ის ყოფილ სახეს, ნატალია კოშელს რუსლან პაპასკირთან, ასევე უცნობია თუ ვისი შვილია აფეთქებისას გადარჩენილი არასრულწლოვანი ბიჭი.
კომენტარები