მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზეა. შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
ამ წუთებში ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მხარდამჭერებთან ერთად, უკრაინის ტერიტორიაზე მდგარი იმ ავტობუსებისკენ მიემართება, რომლითაც მისი მხარდამჭერები საზღვართან მივიდნენ. ადგილზე სააკაშვილის მხარდამჭერები აქციას მართავენ.
კომენტარები