სანზონაში მდებარე მეოთხე (ყოფილი მერვე) საუნივერსიტეტო კლინიკაში, ტუალეტში ექიმ- ანესთეზიოლოგი გიორგი ანდრიაძე გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით “პირველი რადიო” შსს-ს დაუკავშირდა, სადაც ამ დროისათვის, ინფორმაციას ამოწმებენ. რაც შეეხება კლინიკას. “პირველ რადიოს” ინფორმაცია დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ გარდაცვალების მიზეზი მათთვის ჯერჯერობით უცნობია. საქმის კურსშია გარდაცვლილის ოჯახი, მათივე თქმით, ადგილზე მისულები არიან სამართალდამცველები.
კომენტარები
