ხეებზე ნაგვის პარკები ისე კიდია, თითქოს “ნატვრის” ხე იყოს და თქვენ ლაპარაკობთ საქართველოს სიყვარულზე, – ამის შესახებ კინორეჟისორი ქეთი დოლიძე სოციალურ ქსელსი წერს.
“ეს სამზარეულოდან ატეხილი “ურა პატრიოტიზმი”, რომელსაც საქართველოს სიყვარულთან არავითარი საერთო არა აქვს! ნაგვის ჩაყრა ვერ გისწავლიათ სანაგვეში, მთელი ქვეყანა, სოფლის შუკები და ხევები ნაგავს მიაქვს, ხეებზე ნაგვის პარკები ისე კიდია, თითქოს “ნატვრის” ხე იყოს და თქვენ ლაპარაკობთ საქართველოს სიყვარულზე? უცხოელი აგროვებს გერგეთისკენ მიმავალ გზაზე თქვენ დაყრილ ნაგავს და ჩემპიონატზე, რომელზეც ყველა ფეხზე უდგება ნებისმიერი ქვეყნის ჰიმნს, იმასაც ლანძღავთ?”, – წერს ქეთი დოლიძე.
კომენტარები