ტელეკომპანია “პირველი” ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესზე დეკანოზ გიორგი მამალაძის დასკვნითი სიტყვის ჩანაწერს აქვეყნებს.
გიორგი მამალაძის მტკიცებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მას საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა მიუტანეს ფოტოები, რის გამოც შემდეგ სასამართლო პროცესები დაიხურა.
დეკანოზის თქმით, მას ფოტოებიდან გამომდინარე სასამართლოსთვის დასამალი არაფერი აქვს.
“სპეციალურად არ ჩავუღრმავდები იმ უსირცხვილო და უმსგავსო კანონის უზენაესობის დარღვევის განხილვას, რომელსაც დღიდან ჩემი დაკავებისა და ზოგიერთი მოწმის დაკითხვის წინ კადრულობდნენ მესვეურები. ვგულიხსმობ, ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდებას მიტროპოლიტ დიმიტრიზე და სხვა იერარქიებზე, რომლის მთავარი მიზანი მათი ჩემდამი დამოკიდებულების შეცვლა და პროკურატურის კითხვებზე სასურველი პასუხების მიღება იყო, რაც არ გამოუვიდათ. რაც შეეხება ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველ ფოტოებს, რომლებზეც განსაკუთრებული ყურადღების მიპყრობას ცდილობს ბრალდება, მე მათ შესახებ გავაკეთე განმარტება და გავიმეორებ: ამ დღეების განმავლობაში კიდევ ერთხელ გადავხედე ფოტოებს. მათში ნამდვილად არის ფოტოები, რომლესაც შეიძლება ყურადღება მიაქციო, მაგრამ ყურადღების მიქცევა არ ნიშნავს არ გაარკვიო და არასწორი ინტერპრეტაციით წარმოადგინო ის.
ამ ფოტოებშია გოგონა ე.წ. პენუარით სათამაშოებთან ერთად, ეს ფოტოები ამ გოგონას გამოქვეყნებული აქვს თავის სოციალურ ქსელში. მე კი, როგორც მისმა მეგობარმა გავაფრთხილე და გადავუგზავნე იმ მოტივით, რომ როგორც მღვდელმა არ იყო სასურველი მსგავსი ფოტოების სოციალურ ქსელში არსებობა. მეორე ფოტოზე გამოსახულია სტიქაროსანი, რომელიც მოდელობის საქმიანოდე კაბბით არის დაკავებული და რომელსაც თავისსავე სოციალურ ქსელში აქვს ფოტოები გამოქვეყნებული. ხოლო ერთ-ერთმა მოძღვარმა მამა ანდრია თურმანიძემ გადმომიგზავნა ისინი ინფორმაციისთვის, იქნებ გაესაუბროო. მესამე ფოტო არის პირადად ჩემი, სადაც გოგონას ვკოცნი. რაღაც აღშფოთება გამოიწვია ამან თითქოს არავის არ ჰქონდეს გოგოზე ნაკოცნი, რომელიც 2006 წელს, ზაფხულში, ჩემ სასულიერო პირობამდეა გადაღებული. მეოთხე ფოტოკოლაჟი გახლავთ ქერათქმიანი, სექსუალური გარეგნობის მქონე გოგონასთან სელფები და მისი ცალკეული სურათები. ეს გოგონა გახლავთ ჩემი დისშვილი მამის პირველი ქორწინებიდან. სასამართლოს ვთხოვ უზრუნველყოს მომავალში მაინც პროკურატურის ამაზრზენი ქმედებების აღმოფხვრა”,- განაცხადა დეკანოზმა სხდომაზე.
www.ipress.ge