კოლუმბიაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, 1,5 ტონა კოკაინი ამოიღეს. სამხედრო მეზღვაურებმა შესამოწმებლად კატარღა გააჩერეს, რომელშიც კოკაინით სავსე 71 ტომარა აღმოაჩინეს. კატარღაზე მყოფი ოთხივე პირი დაკავებულია.
მიმდინარე წელს კოლუმბიის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ნარკოტრაფიკთან ბრძოლის ფარგლებში 168 ადამიანი დააკავეს.
კომენტარები