ცნობილი ფრანგი მსახიობი ალენ დელონი პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “Le Parisien”-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ცნობილ მსახიობს ბარძაყის არტერიაზე ოპერაცია ჩაუტარდა. გამოცემის ცნობით, მსახიობს ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის პრობლემები ჰქონდა. ოპერაციამ კარგად ჩაიარა.
თუმცა სხვადასხვა მედიასაშუალებამ დელონის ავადმყოფობა 2 თვის წინ მისი ყოფილი მეუღლის, მირეი დარკის გარდაცვალებას დაუკავშირა. რამდენიმე თვის წინ, ფრანგმა მსახიობმა განაცხადა, რომ შემოდგომით ის ბოლო ფილმის გადაღებაში მიიღებს მონაწილეობას და ამით თავის კარიერას დაასრულებს.
კომენტარები