ამერიკის შეერთებული შტატებიდან 15 კუბელი დიპლომატი გააძევეს.
BBC ცნობით, ამის მიზეზი კუბაში ამერიკელ დიპლომატებზე განხორციელებული “საიდუმლოებით მოცული” აკუსტიკური თავდასხმაა.
კუბელებს შტატების ტერიტორიის დასატოვებლად 7 დღე მისცეს. აღნიშნული ნაბიჯი აშშ-ის ხელისუფლებამ მას შემდეგ გადადგა, რაც კუბის დედაქალაქში “უცნაური თავდასხმის” შედეგად ამერიკის დიპლომატიური უწყების პერსონალს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. საუბარია 22 ამერიკელ დიპლომატზე.
კომენტარები