იმედი მაქვს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა ქვეყნისთვის წარმატებით დასრულდება და ძალიან მალე სტრასბურგში გვეყოლება საქართველოდან არჩეული ახალი მოსამართლე, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ მომდევნო კვირაში ველოდებით სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატებთან გამართული კონკურსის მესამე ეტაპს. სამპირიანია სია, რომელიც მოწონებული იქნა, მათ შორის გასაუბრებების შედეგად, ბოლო ეტაპს გაივლის, ეს გახლავთ ასამბლეაზე კენჭისყრა და მე იმედი მაქვს, რომ ეს კენჭისყრა ქვეყნისთვის წარმატებით დასრულდება და ჩვენ სტრასბურგში გვეყოლება ძალიან მალე საქართველოდან არჩეული ახალი მოსამართლე“,- აღნიშნა წულუკიანმა.
კომენტარები