გერმანიაში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, დაღუპულია 7 ადამიანი.
ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები. დასახლებების ნაწილი და რკინიგზა ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა, რის გამოც დროებით შეჩერებული იყო მატარებლების მოძრაობაც.
ათასობით მგზავრს ღამის გათენება სადგურებზე მოუხდა.
კომენტარები