თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის 15 პროვინციაში 115 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა.
ორდერები გაცემულია 2016 წლის არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალების საქმის გამოძიების ფარგლებში. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული ტელეარხი NTV ავრცელებს.
ეჭვმიტანილებს ბრალად ედებათ ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირები.
კომენტარები