ჩრდილოეთ კორეა ყველა მტერს გაანადგურებს, ვინც ფხენიანის მშვიდობიან ცხოვრებას ხელს შეუშლის. ამის შესახებ პარლამენტთაშორისი კავშირის ასამბლეაზე ჩრდილოეთ კორეის დელეგაციის ლიდერმა ან დონ ჩჰუმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
“ფხენიანს სურს, რომ ქვეყანას მშვიდობიანი მომავალი ჰქონდეს. იმისთვის, რომ მშვიდობას მივაღწიოთ, ჩვენ მზად ვართ, ყველა მტერი გავანადგუროთ, რომლებიც მას ხელს უშლის”, – განაცხადა ან დონ ჩჰუმ.
კომენტარები