ყირგიზები დღეს პრეზიდენტს ირჩევენ. ქვეყნის პირველი პირის პოსტის დასაკავებლად 11 კანდიდატი იბრძვის. არჩევნებში არ მონაწილეობს მოქმედი პრეზიდენტი, რომელსაც ვადა პირველ დეკემბერს ეწურება.
ალმაზბეკ ატამბაევს მეორე ვადით არჩევნის უფლება არ აქვს. მან ხმა ბიშკეკის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მისცა.
საარჩევნო პროცესის უსაფრთხოებას ქვეყნის მასშტაბით 10 ათასი პოლიციელი იცავს.
კომენტარები