“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დეპუტატი კობა ნაყოფია უკრაინაში არ შეუშვეს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს. ინციდენტის შესახებ ნაყოფიამ უკრაინულ მედიას თავად აცნობა.
“ბორისპოლის აეროპორტში მესაზღვრეებმა გადმომცეს დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა აკრძალული მაქვს. მიზეზები ჩემთვის არ განუმარტავთ“, – აცხადებს ქართველი დეპუტატი უკრაინულ მედიასთან საუბარში.
მისივე თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა „უფლებამოსილმა ორგანომ“ აუკრძალა და ის ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. ნაყოფიას ინფორმაციით, ის ამჟამად ბორისპოლის აეროპორტის ზონაში იმყოფება და სთავაზობენ, საქართველოში საღამოს დანიშნული რეისით დაბრუნდეს.
კომენტარები