გერმანიაში ტერორისტული საფრთხეების რისკი გაიზარდა. ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მეზიერმა გამოცემა Rheinische Post-ვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მან მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.
„ჩვენ ახლა უნდა მოვემზადოთ არამხოლოდ ცალკეული ტერაქტებისთვის, არამედ ისეთი თავდასხმებისთვის, როგორიც პარიზში განხორციელდა“, – განაცხადა დე მეზიერმა.
მისი თქმით მოსახლეობა უნდა თანამშრომლობდეს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან იმ მიზნით, რომ დროულად აღიკვეთოს მათი ოჯახის წევრების, მეზობლებისა და მეგობრების რადიკალიზაცია.
კომენტარები