იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მარნეულის ერთ-ერთ სოფელში ჩავიდა, სადაც რამდენიმე წუთის წინ ინციდენტი მოხდა.
„მარნეულში დილიდან ვაკვირდებით პროცესებს. ყველა უბანი გაიხსნა თავის დროზე. ყველაფერი მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში. ერთადერთი ადამიანი, ვინც ინფორმაციას ადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, არის მხოლოდ იმამყულიევი. ის ადამიანიც კი არ საუბრობდა, ვინც მოგვიყვანეს დასადასტურებლად, რომ იყო ზეწოლის ქვეშ. არავინ არ ადასტურებს ამ ფაქტს. ბუნებრივია, კითხვები ჩნდება, ხომ არ არის ეს ხელოვნურად ინსპირირებული? ამ ფაქტის გადამოწმება, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს! არავინ, ჯერჯერობით იმამყულიევის გარდა ფაქტს არ ადასტურებს!” – განაცხადა ბესელიამ.
კომენტარები