ამჟამად სპეცრაზმის არანაირი საჭიროება არ არსებობს და ეს შესაძლოა პრევენცია იყოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ეკა ბესელიამ მარნეულში მობილიზებული სპეცრაზმის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„სპეცრაზმის საჭიროება არანაირად არ არის და რაიმე ტიპის პროვოკაციების წინაპირობა არ ჩანს. თუ სპეცრაზმი მართლაც არის მობილიზებული, ეს შესაძლოა იყოს პრევენცია“, – განაცხადა ბესელიამ.
მარნეულში სპეცრაზმია მობილიზებული. სპეციალური სამსახურის თანამშრომლები მარნეულში, პოლიციის შენობასთან ორი ე.წ. ყვითელი ავტობუსებით მივიდნენ. ავტობუსების გარდა ესკორტში არის რამდენიმე სპეცდანიშულების მანქანაც.
სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე არ გამოჩენილან.
კომენტარები