‘’ლეიბორისტული პარტიის“ ბათუმის მერობის კანდიდატმა, ჯელალ ქიქავამ, ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
მისი თქმით, უბნებზე კონკრეტული დარღვევები ფიქსირდება, ხელისუფლება კი ე.წ. კარუსელს ატრიალებს. აღნიშნულზე პასუხს ოლქის თავმჯდომარეს, ციალა შავაძეს სთხოვდა. საკითხის განხილვა იურისტთან კამათში და სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ”ლეიბორისტული პარტიის” მერობის კანდიდატმა მას უზრდელი უწოდა. დაცვის სამსახური ჩარევის შემდეგ, ქიქავას შენობა დაატოვებინეს.
79-ე ოლქის თავმჯდომარემ “ლეიბორისტული პარტიის” ბათუმის მერობის კანდიდატს გაძევების აქტი დაუწერა. ჯელალ ქიქავა დღეს ოლქის შენობაში შესვლას ვეღარ შეძლებს.
კომენტარები