სოფიო კილაძე სამხედრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის, მეგის ქარდავას დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.
„მეგის ქარდავას მიმართებით არის არაერთი გამამტყუნებელი განაჩენი სასამართლოს მხრიდან. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ის რეჟიმი, რომელიც 2012 წლამდე საქართველოში მოქმედებდა, სწორედ ასეთი ადამიანის ხელით ჩადიოდა წამებას, გაუპატიურებას და სხვა საშინელებებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, თითოეულმა ადამიანმა აგოს პასუხი იმ დანაშაულებზე, რომელიც ჩაიდინა. როგორც ვიცი, მიმდინარეობს ექსტრადიციის პროცედურები, რომელიც დარწმუნებული ვარ ბოლომდე მივა და დამნაშავე მიეცემა პასუხისგებაში“, – განაცხადა სოფიო კილაძემ.
უკრაინელმა სამართალდამცველებმა ძებნილი მეგის ქარდავა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დააკავეს.
კომენტარები