ნიუ-იორკის ტერაქტში ბრალდებულ საიფულო საიპოვის უზბეკეთში დაბრუნება სურდა. ამის შესახებ საიპოვის დამ CNN-ს უთხრა.
CNN-ს ბრალდებულის 27 წლის დამ უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში განუცხადა, რომ საიფულო საიპოვისთან მუდმივად ჰქონდა კომუნიკაცია და მისი მთავარი ამოცანა სახლში დაბრუნება იყო, რადგან ოჯახი ძალიან ენატრებოდა.
“მას ძალიან ენატრებოდა ოჯახი და ჩემთან საუბარში ამბობდა, რომ ემზადებოდა კიდეც სახლში დასაბრუნებლად. აშშ-ის შესახებ “ცუდი აზრები” არასოდეს შემიმჩნევია”, – თქვა ტერაქტში ბრალდებულის დამ.
კომენტარები