კატალონიის ყოფილი პრეზიდენტი კარლეს პუჩდემონი ევროკავშირს აკრიტიკებს. ბრიუსელში კატალონიის რეგიონის ქალაქების მერებთან შეხვედრაზე, კარლეს პუჩდემონმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა პასიურობა გამოიჩინა და კატალონიას სოლიდარობა არ გამოუცხადა.
პუჩდემონის თქმით, ევროკავშირმა მხარი დაუჭირა ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მიერ კატალონიაში განხორციელებულ გადატრიალებას.
კარლეს პუჩდემონმა ევროკავშირს მოუწოდა, 21 დეკემბერს მიერ დანიშნული ვადამდელი არჩევნების შედეგები აღიაროს. კატალონიის ყოფილი პრეზიდენტი არჩევნებში გამარჯვების პირობას დებს.
კარლეს პუიჩდემონის მხარდასაჭერად ბრიუსელში კატალონიის ქალაქების 200-მდე მერი ჩავიდა.
კომენტარები