ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის კონსტანტინე შალამბერიძის შტაბის წევრი გიორგი როყვა 8 და 9 ნოემბერს სამსახურში არ გამოცხადებულა. ამის შესახებ კლინიკა „მედალფას“ დირექტორმა დავით მდინარაძემ განაცხადა. როყვა ამ კლინიკის მედიკამენტების შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელია.
გიორგი როყვას გაუჩინარებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ოჯახის წევრებს უწყებაში განცხადებით არ მიუმართავს, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ფაქტის შესწავლა მიმდინარეობს.
გიორგი როყვას მამა დავით როყვა ამბობს, რომ მეორე დღეა არ იცის სად და რა ვითარებაში იმყოფება მისი შვილი. ის აპირებს სამართალდამცველებს მიმართოს.
გიორგი როყვას გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ის არჩევნების პირველ ტურში „ევროპული საქართველოდან“ დეპუტატობისთვის იბრძოდა. შარაშენიძის შტაბის უფროსის, ირაკლი სირაძის განცხადებით, როყვა მეორე ტურში მათ დაუკავშირდა და უბანზე წარმომადგენლად დარეგისტრირების სურვილი გამოთქვა.